logo_geo
eng_logo
„ეტალონის“ ავტორი ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ დარჩელის #1 სკოლას ესტუმრა
- +

1 ნოემბერი. 2017. 22:36


„ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროს მაია ჩიტაიასთან, ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორ კახა ფარცვანიასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დარჩელის N1 სკოლას ესტუმრა და 2016-2017 სასწავლო წლის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს" დავით ყალიჩავას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, დავით ყალიჩავას სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი, დარჩელის სკოლას კი „ეტალონის" ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა.


დარჩელის N1 საჯარო სკოლას დავითის გარდა, კიდევ ერთი ეტალონელი მოსწავლე თამთა ანთია ყავს.


დარჩელის საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა ტყეშელაშვილს საჩუქრად გრიგოლ ჭედიას წიგნი „დარჩელის საუკუნოვანი სკოლა 120" გადასცა.


დღესვე, „ეტალონის" ავტორი ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატებს შეხვდა და Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.


Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტია, რომელიც საპილოტე რეჟიმშია ჩართული და უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.


საკრებულოს წარმომადგენლებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner