სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი 2017 წლის 30 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება. მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი კავეა, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი. შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი.
„როგორც უკვე ცნობილია, გალერია თბილისში გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის პირველი მაღაზია რეგიონში. H&M-ის სტრატეგიის შესაბამისად, პრეზენტაცია ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება. „ნოემბერში მომხმარებლებს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, H&M-ის და გალერია თბილისის გრანდიოზული გახსნის ღონისძიებები ელოდება", - განაცხადა გალერია თბილისის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ.
გალერია თბილისი უმასპინძლებს ასევე ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებს როგორიცაა Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება კომპანია Apple-ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.
გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია.
წყარო http://www.bm.ge