შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გადაცემა „360 გრადუსი" ავტოჯარიმების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯარიმები ყველა ავტომანქანაზე დაიწერება, იმის მიუხედავად, ავტომანქანა სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება თუ კერძოში.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დღეს ჩვენ მათ შორის დაბურულშუშებიანი მანქანებიც დავაჯარიმეთ. აქ პროგრამა მუშაობს და ჩვენი მიზანია ყველამ დაიცვას კანონი. ვაჯარიმებთ ყველას, იმის განურჩევლად, სახელმწიფო საკუთრებაშია ეს მანქანა თუ - მოქალაქის. არის გარკვეული მანქანების კატეგორიები - სასწრაფო დახმარება, სახანძრო, სპეცრაზმი და ა.შ. რომლებსაც არ დავაჯარიმებთ, მაგრამ თუ რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოვიდა სამსახურიდან ან შესვენებაზე გავიდა და დაარღვია მოძრაობის წესები, მასზე ეს რეჟიმი არ გავრცელდება და მოხდება მისი დაჯარიმება", - განაცხადა ხუციშვილმა.