"ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ჩვენი ქორწინების სახლში ახალგაზრდა ბიჭები შეუღლდნენ და ხვევნა-კოცნით გამოვიდნენ გარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე „საერთო გაზეთს" ესაუბრა. როგორც თოფაძემ ინტერვიუში აღნიშნა, „ამას ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, კულტურა და რწმენა ეწინააღმდეგება".
„ამიტომ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას ერთადერთ კითხვას დავუსვამთ - უნდათ თუ არა, რომ საქართველოში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაკანონდეს? რეფერენდუმისთვის მზადების პერიოდში, აჭარიდან მოყოლებული, მთელი საქართველო მოვიარეთ და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მომხრე ერთი კაცი ვერ ვნახეთ. რატომ ვმეტიჩრობთ? ვინ გვაძალებს და გვახვევს თავს, როცა ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტი ამას არ
აღიარებს? პარლამენტის 150 დეპუტატიდან 82 თვლის, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. შევეცდებით 113 ხმა მოვაგროვოთ, რომ კონსტიტუციური ცვლილება დავიწყოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამოდის, რომ 37 დეპუტატი ანუ მეოთხედი, ამის დაფიქსირების წინააღმდეგია. წარმოგიდგენიათ, რომ ეს ვინმემ აღიაროს?" - განაცხადა თოფაძემ.