logo_geo
eng_logo
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ჟურნალისტის მიმართ შეუფერებელი საქციელის გამო გადადგა
- +

2 ნოემბერი. 2017. 02:34


გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გადადგა. მაიკლ ფელონი წარსულში ჟურნალისტის მიმართ შეუფერებელ ქცევაში დაადანაშაულეს.


გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი 10 წლის წინ მოხდა. რეპორტიორების ინფორმაციით, ფელონმა ჟურნალისტს მუხლზე ხელი დაადო. საუბარია „სანდეი ექსპრესის" რეპორტიორ ჯულია ჰარტლი-ბრიუერზე.


„ბოლო პერიოდში ბევრი ბრალდება გაჩნდა, მათ შორის წარსულში ჩემი შეუფერებელი ქცევის შესახებ. ბევრი მათგანი შეუფერებელი იყო სამხედრო მოსამსახურისთვის", - აცხადებს ფელონი.

ტერეზა მეიმ თავდაცვის მდივნის თხოვნა გათავისუფლების შესახებ უკვე დააკმაყოფილა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner