logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ნიუ-იორკში ტერაქტის შემსრულებელს სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ
- +

2 ნოემბერი. 2017. 11:52



აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.


„ნიუ-იორკის ტერაქტის შემსრულებელი აღტაცებით ითხოვდა თავის პალატაში „ისლამური სახელმწიფოს" დროშის ჩამოკიდებას. მან რვა ადამიანი მოკლა, ხოლო 12 კი მძიმედ დაჭრა. მას სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ!" - წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ის გვერდზე.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებული საიფულო საიპოვის გუანტანამოს ბაზაზე გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც ტერაქტში ეჭვმიტანილები ჰყავთ მოთავსებული.


ორი დღის წინ, ნიუ-იორკში ტერაქტი უზბეკეთის მოქალაქემ, 29 წლის  საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის „მწვანე ბარათის" მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner