სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც The Financial-ის მიერ დავით კეზერაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას განიხილავს:
"სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომიდან რამოდენიმე თვეში დავით
კეზერაშვილის მიერ დაფუძნებული ობშორული კომპანიების ანგარიშებზე 25 და 20 მილიონი დოლარი დაირიცხა. მინისტრად გახდომის დროს კეზერაშვილი ერთ ბინას ფლობდა. ომის შემდგომ გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი", - წერს ნინო ლომჯარია.
გამოცემა The Financialპანამის დოკუმენტებთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას.
"2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო, რომელთა შორისაა BCGE, სადაც კეზერაშვილთან აფილირებულ კომპანიას აქვს გახსნილი ანგარიში. სტატიის მიხედვით, 2006 წელს კეზერაშვილი მინისტრის პოსტზე დაინიშნა და ამ დროისათვის მას მხოლოდ 1 ბინა ჰქონდა. თანამდებობის დატოვებიდან, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. Tribune DeGeneve აღნიშნავდა, რომ კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში მისმა 10-მა რწმუნებულმა დააარსა 3 ოფშორული კომპანია. ნავთობის გაყიდვის შედეგად მოპოვებული მილიონები საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. პანამის დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი ანგარიში შვეიცარიულ ბანკში - BCGE-ში გაიხსნა. 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 21 მილიონი აშშ დოლარი) ამ ანგარიშზე გადაირიცხა. დამატებით 25 მილიონი ანალოგიური გზით გადაირიცხა ბანკებში -ABN AMRO და BNP Paribas. შვეიცარიულ გაზეთში აღნიშნული იყო აგრეთვე, რომ 2013 წლის დასაწყისში კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ამავე წლის მაის- ივნისში კეზერაშვილის რწმუნებული დაუკავშირდა პანამის იურიდიულ კომპანიას MossackFonseca-ს დოკუმენტების წინა თარიღით დასარეგისტრირებლად. მოგვიანებით, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, კეზერაშვილმა თავისი ქონება ორ სხვა ოფშორულ კომპანიას გადასცა. ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრანტმა მოსამართლემ უარი უთხრა ქართულ მხარეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ექსტრადირებაზე. მას რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა კეზერაშვილი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ორი წლის განმავლობაში კეზერაშვილის ბრძოლა საფრანგეთიდან საქართველოში მისი ექსტრადირების წინააღმდეგ წარმატებული იყო. სამხრეთ საფრანგეთის ქალაქის ექს-ან- პროვანსის სასამართლომ 2014 წლის თებერვალში ქართულ მხარეს ექსტრადირებაზე უარი უთხრა", - წერს The Financial.