logo_geo
eng_logo
სასამართლომ სპორტის სასახლის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო
- +

2 ნოემბერი. 2017. 12:29



თბილისის სააპელაციო სასამართლომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე გაცემული სამშენებლო ნებართვა ბათილად ცნო. არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა შპს „ჰიო დეველოპმენტს" ჰქონდა მიღებული.


სასამართლოში სამეზობლოს ინტერესებს იურიდიული კომპანია „ქართული სამართლის ჯგუფი" იცავდა.


როგორც „ლიბერალთან" საუბრისას კომპანიის იურისტი ლაშა მჭედლიძე ამბობს, სასამართლოში მათი ძირითადი არგუმენტაცია იყო, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე დამატებითი მრავალბინიანი კორპუსის ჩადგმა ყოვლად გაუსაძლისს გახდიდა ისედაც ურთულეს საყოფაცხოვრებო პირობებს, რომელიც გამოიხატება პირველ რიგში პარკირების პრობლემით, მუდმივი საცობით და ა.შ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner