logo_geo
eng_logo
ეს უნდა წაიკითხოთ! - „ერთი გიჟის აზრები“...
- +

2 ნოემბერი. 2017. 12:47



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

 

„მონტევიდეო ურუგვაის დედაქალაქია. შეუძლებელია, ქალაქს ხელთათმანი ეკეთოს, თანაც ვიწრო.

 

სრულიად ვეთანხმები განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გალაკტიონის ის ლექსები, რომლებიც შეიცავენ უზუსტობებს და რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დაწერილი, უნდა ამოიღონ სასწავლო სახელმძღვანელოებიდან.

 

„ლაჟვარდების კიდეო,

დაბურულო ზმანებით,

ლურჯო მონტევიდეო,

ვიწრო ხელთათმანებით".

მართლაც, იისფერი თოვლივითაა!" - წერს გოცირიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner