პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება... რა თქმა უნდა, ეს განცხადება არაკეთილისმოსურნე ადამიანებს ეხებათ - ვაცხადებ: არსად არ გამიცხადებია, რომ რაიმე თანხას ვითხოვთ ჯანსუღის ავადმყოფობის გამო, არც საყვედური დამცდენია სადმე და არც ქილიკით გვითქვამს სადმე ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ, ჟურნალ „სარკის" ჟურნალისტმა მკითხა - ვინ აფინანსებს ჯანსუღის ავადმყოფობასო და მე ვუპასუხე, რომ დაზღვევა ამოიწურა - პაკეტი და ჩვენ - ოჯახი ვაფინანსებთ მის ავადმყოფობას - (არავითარი წუწუნი - არავითარი!). ეს არის და ეს, ტყუილს ხომ არ ვიტყოდი, როგორც არის, ისე ვთქვი. რა ხდება, ვერ გავიგე?! ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ღმერთმანი - სრულიად არაფერს.
„ოღონდაც ფრთხილად,
ძვირფასებო, ფრთხილად
ოღონდაც... ეს დედამიწა
ალმაცერად გვიმზერს ბებერი,
რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება
თქვენი გოლგოთა
და აღარავინ არ იქნება
მიმტევებელი.
ჯ. ჩ.
ეს განცხადება ჩემ facebook-მეგობრებს არ ეხებათ... მიყვარხართ მე თქვენ და მადლობა დიდი სიყვარულისთვის... დამებრუნებინოს", - წერს ჩარკვიანი.