„ჯერ ერთი, სტალინი შენი ძია სოსო კი არა, იოსება პაპაა და მეორეც - ძალიანაც რომ გინდოდეს, საბჭოთა სისტემაში ვინ დაგაბრუნებს?" - ასე მიმართავს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ჟურნალისტ მაია ასათიანს. როგორც ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „გამოქვაბულიდან ნებისმიერ სისტემაში დაბრუნება ძალიან ძნელია".
„გამოქვაბულიდან ნებისმიერ სისტემაში დაბრუნება ძალიან ძნელია, მაიკო... შეეშვი ავადმყოფებით სპეკულაციას და ნუ თამაშობ მაია წყნეთელის როლს თვითნებურად, საამისოდ არც გარემო გაქვს შექმნილი და არც სიტუაცია. ჩვენ მშვიდად ვართ, უბრალოდ, დავიწვი შენი საცოდაობით, მკვდარი იოსება პაპა ისტერიკაში რომ გაგდებს. - წერს ზედელაშვილი.