არავინ იცის, რა ხდება იქ, მარადიულში, მაგრამ ფაქტია: ზეციურ საქართველოში ისინი უფრო ჩქარა მიდიან, ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს... ისე, ამბობენ, უფალსაც კარგები უყვარსო. ჰოდა, თავი, ალბათ, იმით უნდა ვინუგეშოთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები კი არ კვდებიან, არამედ, ღმერთთან მიდიან!
არც ჭაბუკა ხარანაული მომკვდარა...
ჭაბუკა უბრალოდ გარდაიცვალა...
ამქვეყნიურ ცხოვრებას ერთი წესიერი, პატიოსანი, ვაჟკაცი, ერთგული, გემოვნებიანი და უპრეტენზიო ადამიანი დააკლდა, მაგრამ სიცოცხლე იქ, ცათა სასუფეველში გრძელდება და... ჭაბუკაც ისევ ჩვენთანაა, თავისი განუმეორებელი ღიმილითა და უკეთილშობილესი ბუნებით!
ჰო, ჭაბუკ, შენ არ მომკვდარხარ, შენ გარდაიცვალე და ჩვენ, ადრე თუ გვიან, ერთმანეთს ისევ შევხვდებით!
„მორკინალის" ადმინისტრაცია და თანამშრომლები.
პანაშვიდი: ხუთშაბათს და პარასკევს, 2 და 3 ნოემბერს, 16:00 საათზე.
მისამართი: ავჭალა, ანდრონიკაშვილის პირველი ჩიხი, N12.
გამოსვენება: შაბათს, 4 ნოემბერს, ზემო ავჭალა, ქეთევან წამებულის ეკლესია.