მხატვარი შოთა გლურჯიძე გურამ კაშიას გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ფეხბურთელზე ლგბტ ხელმძღვანელობამ ზეწოლა მოახდინა:
„მეც ვგმობ ძალადობას, მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შანტაჟს, რომელიც, ჩემი აზრით, განხორციელდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის ლგბტ აქტივისტი ხელმძღვანელობის მიერ!!!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი, ჩემი აზრით, უნდა დაიცვას ქართველი ფეხბურთელები მსგავსი ზეწოლისაგან", - წერს გლურჯიძე სოციალურ ქსელში.