logo_geo
eng_logo
მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია
- +

2 ნოემბერი. 2017. 16:12

 

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია.


„დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა და დაწყებულია მისი ექსტრადირების პროცედურა", - ნათქვამია განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner