logo_geo
eng_logo
„მეგის ქარდავას უკრაინის ორი, ლატვიისა და ბელიზის თითო-თითო ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა“
- +

2 ნოემბერი. 2017. 16:19



უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.


„დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.


საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.

 

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner