logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: აუცილებლად უნდა მოხერხდეს ეროვნული მოძრაობის ყველა სეგმენტის ერთ მუშტად შეკვრა
- +

2 ნოემბერი. 2017. 17:38



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გუშინ ვუყურებდი იმ მრავალრიცხოვან ელექტორატს, რომელიც ეთხოვებოდა თემურ ქორიძეს... უმეტესობა, ცხადია, ახლობელია ჩემთვის, ზოგი ახლო თანამებრძოლი, მეგობარი და თანამდგომია, ზოგიც კარგი ნაცნობი... ამ ადამიანებთან ხომ მრავალი წელი მაკავშირებდა... მიუხედავად განვლილი წლებისა, სიჭარმაგეში შესულ ეროვნული მოძრაობის აქტივს არ დაუკარგავს სიმხნევე, ენერგია და კვლავ აქტიურად იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებისათვის, ასევეა მომავალი თაობაც, ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი, რომელიც მოდის ეროვნული მოძრაობის განვლილი წლების ნაკვალევზე, დიდი ინტერესით და მხარდაჭერით...

 

ამას მხოლოდ მე არ ვამჩნევ ან ჩვენი კეთილისმყოფელები, გუშინ ისეთი ადამიანები აღნიშნავდნენ ზვიად გამსახურდიას მრავალრიცხოვან მომხრეთა სიმრავლეს, ვისაც ოდნავი საერთოც არაფერი ჰქონიათ ჩვენს იდეებთან. ასეთი ადამიანები ორ ნაწილად შეიძლება დავყო, სამუდამოდ ბარიკადების მეორე მხარეს მდგომნი, პირდაპირი მტრები და მეორე, დროებით მოკედლებული ფარისევლები, მედროვეები, ეროვნული ნიღბით, რომელნიც როგორც კი სახარბიელო შესაძლებლობა მიეცემათ, მყისვე გვიღალატებენ და მახვილს ზურგში ჩაგვცემენ, ამიტომ ასეთი კატეგორიის მიმართ ვცდილობ, დიდი დისტანცია დავიჭირო და თუ საჭიროა, საჯაროდაც დავუპირისპირდე. რაც მთავარია, მათ ვერას გზის ვერ უნდა შეძლონ ეროვნული მოძრაობის აქტივის გამოყენება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვერავინ ვერ უნდა გვაჯობოს!

 

ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, აუცილებლად უნდა მოხერხდეს ჩვენი, ეროვნული მოძრაობის ყველა სეგმენტის ერთ მუშტად შეკვრა, გაერთიანება და კონსოლიდაცია. თუ ეს მოხდა, მაშინ საქართველოში მივაღწევთ ძირეულ ცვლილებებს! რადგან ყველაზე მთავარი არის ის, რომ, ჩვენკენაა სიმართლე! „ბილწთ არშეკვრა ზავითა", უკომპრომისოდ, უღალატოდ უკან არდახევა და გამარჯვებისკენ სწრაფვა... აბა, გაიხსენეთ, თუნდაც გუშინ, რა ოპერატიულად და წამის უსწრაფესად გადავკეტეთ რუსთაველის გამზირი, რისი დიდი გამოცდილებაც გვაქვს!

 

ეროვნული მოძრაობის მრავალრიცხოვან ბირთვთან ერთად კი გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ხალხის მიერ არჩეულ უზენაეს საბჭოს ანუ საკანონმდებლო ორგანოს ქვორუმიც აქვს!

 

ჩამოვყალიბდეთ დასახული მიზნებისთვის, კონკრეტული საკითხებისადმი და მშვიდობიანი ბრძოლით ყველაფერს მივაღწევთ!" - წერს შონია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner