logo_geo
eng_logo
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა
- +

2 ნოემბერი. 2017. 17:44



პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებით, უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის პროცესი შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს.


მისივე თქმით, ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე.


„საქართველოს პროკურატურამ შეაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექსტრადაციის გადაწყვეტილება", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველომ მეგის ქარდავას წითელი ცირკულარით, ინტერპოლით ძებნა 2013 წელს გამოაცხადა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner