„სად არიან ან ჟურნალისტური ეთიკის საბჭო, ან სახალხო დამცველი, ან უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ან არასამთავრობოები, ან გაერთიანებები, ან "პერსონები" და რომ გავყვე არ ვიცი სადამდე მივალ..." - ასე ეხმაურება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე „პროფილში" გასულ გადაცემას. ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ.
„რომ დამწკრივდებიან ხოლმე და ითათხებიან ადამიანს ერთი სიტყვა რომ წამოსცდეს არასწორად?!
"ჟურნალისტმა" ეთერში მიიწვია მოხუცი, სნეული ადამიანი და ამის გამო 1978 წლიდან შეჩერებული პროფესიული უფლებამოსილებით, დასცინა და შემდეგ მთელი გადაცემის მანძილზე ლანძღა!!!
გამაგებინეთ ,რადგან ეს ყოფილ სასულიერო პირს ეხებოდა, ან თუნდაც იმ ავადსახსენებელ სტალინს, ამიტომ უნდა ეყაროთ ენაჩაგდებულები და ხმა არ უნდა ამოიღოთ ამაზე?
ესაა თქვენი გაგებით დემოკრატიული ფასეულობები? ესაა თქვენი გაგებით ევროპული ღირებულებები?
თქვენ უფლებადამცველები კი არა ჩვეულებრივი, კარგად შეფუთული მექრთამეები ბრძანდებით!
გმადლობთ ყურადღებისათვის!" - წერს ბაკურაძე.