logo_geo
eng_logo
2017 წლის ყველაზე გავლენიანი ქალი ანგელა მერკელია!
- +

2 ნოემბერი. 2017. 23:43



„ფორბსის" რეიტინგით წლის ყველაზე გავლენიანი ქალი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია. მეორე ადგილს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. მას მოსდევს მელინდა გეითსი, მილიარდერ ბილ გეითსის მეუღლე, რომელმაც წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად 40 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა.


„ფორბსის" პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კომპანია facebook - ის აღმასრულებელი დირექტორი შერილ სენდბერგი და General Motors - ის გენერალური დირექტორი მერი ბარრა.


„ფორბსის" ამ წლის რეიტინგში ცუდი შედეგი აქვს ჰილარი კლინტონს, რომელიც სიაში 67-ე ადგილს იკავებს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner