logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე VS დიანა ტრაპაიძე
- +

3 ნოემბერი. 2017. 01:07


 

„თქვენგან ვგრძნობ სიძულვილის ენას ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მიმართ და ძალიან სამწუხაროა ეს",- ასე მიმართა ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

„საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ არავის არც მოკვლას და არც ქვეყნიდან გაძევებას არ ვაპირებთ, ჩვენ უბრალოდ არ გვინდა, მოხდეს ქვეყნის ჰომოსექსუალიზაცია, არ მინდა, რომ თქვენი ან ჩემი შვილები ასეთ გარემოში გაიზარდონ, მინდა, რომ ქართველი მოღვაწეების და გმირების იდეოლოგიაზე გაიზარდონ და არა ლგბტ იდეოლოგიაზე.

 

რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რომ ნარკოტიკები იყიდება „დინამოს" სტადიონზე, რომელსაც სწორედ ჰომოსექსუალები ყიდიან, რატომ აფარებთ ამას ხელს? ქართული ჟურნალისტიკა გაიყიდა გროშებზე, მიეყიდა ჰომოსექსუალიზმს და მე დღეს საქმე ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილთან მაქვს.

თქვენ რომ ტენდენციური არ იყოთ და მომართული არ იყოთ ჩემს წინააღმდეგ, ერთი პროცენტი ობიექტურობა რომ გქონდეთ, ჩემს ბიოგრაფიას როცა განიხილავდით, გაიხსენებდით იმას, რომ მე თავის დროზე ვიყავი ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდის" წევრი მაგრამ ეს თქვენ არ გაწუხებთ", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner