logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ვეტერანის სტატუსი მომანიჭეს... მადლობა სახელმწიფოს...
- +

3 ნოემბერი. 2017. 12:42



ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რაღაც მინდოდა, რომ დამეწერა და თავი ვერ მოვაბი, ალბათ და ამიტომაც, ასე არეულად დავწერ - 24 წელია ხმა არ ამომიღია ამ საკითხთან დაკავშირებით, 24 წელია სიტყვა არ დამცდენია, არ დამიწუწუნია და არასოდეს ამ 24 წლის მანძილზე პრეტენზიაც არ მქონია, მეტიც: - დაცინვა, ქილიკი და ცინიზმი გადამიტანია, თუმცა... 24 წლის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფომ ამ ფორმით მე-ც გადამიხადა მადლობა და რაღაცნაირად თავი დაფასებულად მე-ც ვიგრძენი. ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ ის, რომ მადლობას გიხდის, ვის გამოც სიცოცხლეს სწირავდი... სასიამოვნოა ძალიან. მერე რა, რომ 24 წლის მერე, მერე რა, რომ ვეტერანთა საბჭოს სახელმწიფო კომისიაზე დასმულ კითხვაზე: - კი მაგრამ, ბ-ნო ბესო, 24 წლის განმავლობაში რატომ არცერთხელ არ მოგვაკითხეთ და მოითხოვეთ ვეტერანის სტატუსიო?... ჩემმა გულწრფელმა პასუხმა საბედნიეროდ არ გააკვირვა სახელმწიფო 11-კაციანი კომისია: - არასოდეს მიფიქრია, რომ ომში რაიმე სტატუსის, პრივილეგიების ან პრემია-დანამატების გამო წავსულიყავი, 1993 წელსაც ვთვლიდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი, სადაც ჩემი ქვეყნის მომავალს საფრთხე ემუქრებოდა აწმყოში და 2017 წელსაც, უბრალოდ ვთვლი, რომ მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი, რომელიც სისხლში მაქვს-თქო!.. 24 წელი გავიდა - დღეს მე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთის ომის ბრძოლებში მონაწილის, ვეტერანის სტატუსი მომანიჭეს... მადლობა სახელმწიფოს..." - წერს ჩუბინიძე. 




 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner