ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაკითხული 9 ყოფილი მინისტრიდან, მოსამართლემ 8-ს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოში არ გამოცხადნენ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი და მინისტრთა კაბინეტის კიდევ ოთხი ყოფილი წევრი. მათ დასაკავებლად პროკურატურამ საერთაშორისო ორდერის გაცემა მოითხოვა.
კარლეს პუჩდემონი ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.