ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია 77 ადამიანი, დაშავდა 588.
7,8 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ღამის საათებში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 20,2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ეს მიწისძვრა 1979 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო. სტიქიამ ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა, არსებობს ცუნამის საფრთხე.