logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს
- +

3 ნოემბერი. 2017. 13:47


 

„ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2012 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგებულია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისი თქმით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. მიმდინარე წლის 10 თვეში უკვე გადალახულია იგივე ნიშნული და ვიზიტორების რაოდენობა 6.4 მილიონს შეადგენს.

 

„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქვა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „Check in Georgia". ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების არეალი, სადაც განვახორციელეთ მარკეტინგული კამპანიები", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 „მნიშვნელოვანია, რომ ტურისტი არა მხოლოდ ჩამოვიყვანოთ საქართველოში, არამედ ასევე განვავითაროთ შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა სტუმარი მარტივად მივიდეს ტურისტულ დანიშნულებებამდე. ამ მიზნით დაგეგმილია და მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ქუთაისის აეროპორტი კი გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ ჰაბად.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner