logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული
- +

3 ნოემბერი. 2017. 14:23



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის მიერ გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.


„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისათვის შეადგენს არა 3.7 მლნ ადამიანს, არამედ 2.3 მლრდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.


„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტის მიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა. ეს შეთანხმება 2017 წელს გააფორმა საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოს გაეხსნა ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner