logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2019 წელს და 2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება
- +

3 ნოემბერი. 2017. 14:32


 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  2019 წელს და 2020  წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზარდოს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საპენსიო რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.


„ძალიან მალე პარლამენტში   შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით  და აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner