logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა
- +

3 ნოემბერი. 2017. 15:08


 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით  რეგიონში საუკეთესოა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.


მისი თქმით, 2014-2016 წლებში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე საქართველომ საგარეო შოკი, საშუალოდ, 3.4 პროცენტამდე ზრდით დაასრულა.

 

„2013-2016 წლებში საქართველო, თურქეთის შემდეგ, რეგიონის ლიდერი ეკონომიკა გახდა ეკონომიკური ზრდით, განსხვავებით 2004-2012 წლებისა, როდესაც საქართველოს ყველაზე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

„პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით  რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენს მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner