მტკვარზე წყლის დონის შესაძლო მომატებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მობილიზებულია და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, თურქეთში ერთ-ერთი ჰესის დაზიანების გამო მტკვარზე წყლის დიდი ნაკადის მოვარდნის საშიშროება არსებობს.