logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
- +

17 აპრილი. 2016. 11:47




მტკვარზე წყლის დონის შესაძლო მომატებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.


როგორც შსს-ში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მობილიზებულია და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.


არსებული ინფორმაციით, თურქეთში ერთ-ერთი ჰესის დაზიანების გამო მტკვარზე წყლის დიდი ნაკადის მოვარდნის საშიშროება არსებობს.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner