logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტის ზრდა 28.3 პროცენტს შეადგენს
- +

3 ნოემბერი. 2017. 17:20


 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა.


„სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, გაიზრდა საგარეო მოთხოვნაც, თუმცა, აღნიშნულის დასაკმაყოფილებლად საჭიროა საქართველოს მხრიდან მიწოდების უზრუნველყოფა, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაცია და მაქსიმალურად გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობები. სწორედაც, რომ ამ მიმართულებით გადადგმული სწორი და დროული ნაბიჯების შედეგია ის, რომ 2017 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტის ზრდა 28.3 პროცენტს შეადგენს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გაიზარდა ექსპორტის დივერსიფიკაცია და შემცირდა ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება. შედეგად, თუ გასული წლის 9 თვეში 15 წამყვანი პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 76 პროცენტი იყო, უკვე 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 70 პროცენტია. მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება იმ ხელშეწყობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.


დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რომელმაც 64 პროცენტით მეტი შემოსავალი დააგენერირა. 33-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სპირტიან სასმელებში. სპილენძის მადნების ექსპორტის რეალურმა ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა, თითქმის გაორმაგდა ფეროშენადნობების ექსპორტი, 37 პროცენტით გაიზარდა მედიკამენტების, ხოლო 80 პროცენტამდეა გაზრდილი ავტომობილების ექსპორტი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner