მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველას, ყველას! საგანგებო ინფორმაცია! „ნაცების" და ჰომოსექსუალების შეხვედრა შედგა „ნაცების" ოფისში (აეროპორტის გზაზე). იქ მყოფმა პირმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ „სკაიპით" ჩაერთო სააკაშვილი და კატეგორიულად მოითხოვა „ქართული მარშის" განადგურება. ეკა კვესიტაძეს დაევალა, რომ ხვალისთვის მოამზადოს გადაცემა „ქართული მარშის" აკრძალვის მოთხოვნით. საგანგებო პირობებში მიმდინარეობს ამ გადაცემის მომზადება. „რუსთავი 2"-მა სატელევიზიო ბადეც კი შეცვალა... ომი გინდათ? ომი იქნება!" - წერს სანდრო ბრეგაძე.