საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გია კორკოტაშვილის შვილს სალომე კორკოტაშვილს მიმართავს:
„დამპალი სულის ყივილი მოქმედებაში (https://goo.gl/Yjw9i3):
წესიერი შვილები", მამებს რომ საჯარო „პასუხს სცემენ", გმობენ და ემიჯნებიან მათ, სრულიად ლოგიკურად მოინატრა ნეობოლშევიზმის ცუანა ჰიპსტერმა და შეთავსებით, თანამედროვე „პრავდის" მთავარმა რედაქტორმა - ნიკა გვარამიამ. პავლიკ მოროზოვობასაც (ანუ დასმენას) მოსთხოვდა სალომეს, საჯაროდ რომ არ ექნა კორკოტას ის, რაც ქნა. ისევე, როგორც 37-ში აიძულებდნენ გვარამიას სულიერი წინაპრები ადამიანებს, „ხალხის მტრის ოჯახის წევრობის" სტატუსის თავიდან ასაცილებლად გამიჯნოდნენ მამებს, ძმებს, შვილებს და ის უბედურებიც ემიჯნებოდნენ და მერე მათ იღებდნენ პიონერებში, კომკავშირში და მერე ისინი ამ ფასად იკეთებდნენ კარიერას. რაც მთავარია, ეს ისე ბუნებრივად გამოუვიდა ყოფილ ეგზეკუტორს, რომ ვერც კი მიხვდა, სად ტუნტრა ფეხი, როცა მსუბუქი წუხილი გამოთქვა იმაზეც, შვილს რომ ვერ სთხოვდა მამის მაგივრად პასუხს.
SALIO, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა ჩაიდინოს, არასოდეს დაგმო და გაემიჯნო საჯაროდ მამას. მერე რა, რომ გვარამია აღარ მიგიღებს კომკავშირში..." - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
აქვე გთავაზობთ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტს, რომელსაც ლაშა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა:
https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/880255172142810