logo_geo
eng_logo
მომღერალ არჩილ ჩიხლაძის შვილი მამაზე: როგორ ფიქრობთ, მამას შიმშილის ზღვარზე ვამყოფებ?!
- +

17 აპრილი. 2016. 12:26


"მამას ერთდროულად დაეწყო დევნის და განდიდების მანია - გამუდმებითჰგონიარომ ვიღაცეები დევნიანყველაზე ეჭვიანობსერთხელ პატრულმაც კიდამირეკათურმე მამას უთქვამსგაზით მომწამლესო"



"ასეთი შემოსავლის მქონე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს შიმშილობის ზღვარზე?!"



"ჩემ ქმარზე ეჭვიანობს, ჩემი მოკვლა უნდა და მწამლავსო. კიდევ ჰგონია, რომ სახლში შედიან და რაღაცეებს პარავენ, არადა, თვითონ მალავს და მერე პოვნა უჭირს. დადის დახეული ქურთუკით, რომ ვეკითხები, ხომ გაქვს ახალი, რატომ არ იცვამ-მეთქი? -მპასუხობს, ასეა საჭიროო."



ყოფილი მეუღლეების, მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განსკუთრებულად პოპულარული იყო. მათი ზოგიერთი სიმღერა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, შესაბამისად, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილობის ზღვარზეა, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერლის ქალიშვილიირმა ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მამას მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.



ირმა ჩიხლაძე:



- ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რეალობა ნამდვილად არ არის. მამას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ არაფრით მომყვება ფსიქიატრთან. ნევროპათოლოგთან კი მყავდა, მაგრამ მის მიერ გამოწერილი ყველა წამალი გადაყარა. მამას ერთდროულად დაეწყო დევნის და განდიდების მანია. გამუდმებით ჰგონია, რომ ვიღაცეები დევნიან, ყველაზე ეჭვიანობს. ერთხელ პატრულმაც კი დამირეკა, თურმე მამას უთქვამს, გაზით მომწამლესო. პატრულის თანამშრომლებს რომ ავუხსენი მამის მდგომარეობა, მითხრეს, ჩვენც შეგვეპარა ეჭვიო.



ისიც არ შეესაბამება სიმართლესრომ მას მატერიალურად ძალიან უჭირს?



- მამას აქვს 150 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური დახმარება. ასევე აქვს 2 ბინა, რომელთაგან ერთს აქირავებს, ამას ემატება ის შემოსავალი, რომელსაც მისი სიმღერის გამოყენებისთვის უხდიან (ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქართულ ფილმში, "ნაღმი" გამოიყენეს მამას სიმღერა და მისცეს 250 ლარი). ასეთი შემოსავლის მქონე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს შიმშილობის ზღვარზე?! თუნდაც სიმღერებით მიღებული შემოსავალი გამოვაკლოთ, მას 400 ლარამდე ყოველთვიური შემოსავალი აქვს, სხვათა შორის, ახლა მამას 180 ლარი მიდევს საფულეში, შემინახე, ვიდრე ბანკში შევიტანო. ბანკშიც აქვს ანგარიში გახსნილი. მამა ნამდვილად არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პროგრამაში (აქაც იმიტომ მოხვდა, რომ მისი ბინა ავარიულია.ცხოვრობს სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ამ პროგრამის ფარგლებში იღებს უფასო საკვებს, მაგრამ ახლა იქაც აღარ დადის, იძახის, მწამლავენო.



მამა მარტო ცხოვრობს?


- კი. დედას 33 წელია გაშორებულია. მას მერე 2 ცოლი ჰყავდა და მგონი, რამდენიმე მეგობარი ქალბატონიც. მე მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. თითქმის ყოველდღე მიწევს მამასთან და დედასთან მისვლა, ბუნებრივია, ჩემს ოჯახსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა, თან გაითვალისწინეთ, რომ პირველი ჯგუფის უსინათლო ვარ, ვმუშაობ უსინათლოთა კავშირში. მამაზე რომ დაწერეს, შიმშილის ზღვარზეაო, როგორ ფიქრობთ, მამას შიმშილის ზღვარზე ვამყოფებ?! 



ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია?



- გუშინ ეს ამბავი რომ გავრცელდა, მამას დავურეკე, აჭრელდა ყველაფერი, ყველგან შენზე წერია და ასე რატომ აკეთებ-მეთქი? ვერაფერი მითხრა. როგორც გითხარით, მამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და სხვა არავისი. პერიოდულად მიმყავს და ჩემთან ვაცხოვრებ, მაგრამ ჩემ ქმარზე ეჭვიანობს, ჩემი მოკვლა უნდა და მწამლავსო. კიდევ ჰგონია, რომ სახლში შედიან და რაღაცეებს პარავენ, არადა, თვითონ მალავს და მერე პოვნა უჭირს. დადის დახეული ქურთუკით, როცა ვეკითხები, ხომ გაქვს ახალი, რატომ არ იცვამ-მეთქი? პასუხობს, ასეა საჭიროო. ვერ წარმოიდგენთ, რა მძიმეა ეს ყველაფერი ჩემთვის, მაგრამ საზოგადოების განსასჯელი ეს არაა. ამ ყველაფერსაც იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა გაიგოს მამას რეალური პრობლემა. ეს ჩვეულებრივი ავადმყოფობაა, რომლისგანაც არავინ ვართ დაზღვეული. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ მოხდა და ეს მე უნდა გადავიტანო, რადგან მამაა და მე, შვილი ვალდებული ვარ.





(წყარო: კვირისპალიტრა, ლადო გოგოლაძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner