logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობა ახორციელებს მის მიერ დასახულ გეგმას მიმდინარე ხარჯების შემცირების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით
- +

3 ნოემბერი. 2017. 21:13


 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, 2017 წლის 10 თვის მდგომარეობით ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების სახით მობილიზებულია 8.0 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წლის არსებული გეგმის 84%-ია.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2017 წლის 10 თვის შესრულება ცხადყოფს, რომ მთავრობა ახორციელებს მის მიერ დასახულ გეგმას მიმდინარე ხარჯების შემცირების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით.


პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 10 თვის წინასწარი მონაცემით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების სახით მობილიზებულია წლიური გეგმის 83%, ხოლო გადასახდელებში საკასო ხარჯი წლიური გეგმის 80%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არაფინანსური აქტივებით და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან 2017 წლის 10 თვეში ათვისებულია 385 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2016 წლის შესაბამის პერიოდში, ხოლო ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართა 2 155.3 მლნ ლარი, რაც 420 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner