logo_geo
eng_logo
განათლების სამინისტროს დაფინანსება 1,18 მლრდ ლარამდე იზრდება
- +

3 ნოემბერი. 2017. 21:16


 

2018 წლის ბიუჯეტით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განათლების სექტორია. პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 65.6 მლნ ლარით 1 181.8 მლნ ლარამდე.


განათლების პროგრამებს შორისაა ზოგადი განათლება, მათ შორის, გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სხვ. გარდა ამისა, იზრდება პროფესიული განათლების პროგრამები. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2018 წელს ბიუჯეტით დაფინანსდება აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ინკლუზიური განათლება და სხვ.


2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner