„შიდა ტურიზმისა და საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებების ჩასატარებლად 49,7 მლნ ლარი გამოიყოფა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ბიუჯეტით დასაფინანსებელ პროექტებზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა პროექტი „Check in Georgia", მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ისრაელში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აგრეთვე საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობა, ტელერეკლამა და პრეს და გაცნობითი ტურები, რომლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მედია საშვალებებისა და ტუროპერატორები მიიღებენ მონაწილეობას.