მიხეილ ამისულაშვილი facebook-ზე ერეკლე დეისაძის პოსტს ეხმაურება.
„დეისაძე, შე სატანის მოციქულო! ადამიანებო ეს რა ხდებაა? სად ვცხოვრობთ? სადაა სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურები? ადამიანთა უფლებების დამცველი კომიტეტი? ვერ გამიგია, განუკითხაობა და ქაოსი სუფევს? ეს უკვე მეტის მეტია... მთლიან ქართველ ერის მართლმადიდებელ მრევლის, თავზე ლაფის დასხმაა. უჩა ნანუაშვილო, შენ ცოცხალიი ხარ? შე გაყიდულო შნირო, ეს სიტყვის თავისუფლება კი არაა... ესაა რელიგიის დისკრიმინაციაა, ესაა მიზან მიმართული მოწოდება ქვეყანაში გაღვივდეს არეულობა, შუღლი, სად ხართ ,,ეგრეთ წოდებული,, უფლება დამცველები? თქვე მოღალატე, გაყიდულო შნირებო, დიდი ენები რომ გაქვთ, სააკაშვილის სადიზმს ტაშს რომ უკრავდით , ახალგაზრდების ყოველდღიურ ჩახოცვებს რომ უპრავებდით 21 საუკუნის ფაშიზმის ბელადს. ესაა თქვენი დემოკრატია? ნუ გამოგვიყვანთ წყობრიდან და ნუ ჩაგვაქოლინებთ ამ ეშმაკის მოციქულებს, ყველაფერს აქვს საზღვარი, ხმა ამოიღეთ, სანამ დიდი უბედურება არ დატრიალებულა", - წერს ამისულაშვილი.
„სანამ ეკლესიას თავის ადგილზე არ მოსვამთ და კაბიან კაცებს არ ეტყვით რომ მათი ადგილი პარლამენტში არ არის, ევროპაში კი არა მაკდონალდსშიც ვერ შეხვალთ. ძალიან გაბრაზებული ვარ! კიდევ იმ რამდენიმე დეპუტატის იმედი მაქვს, თორემ პარლამენტი კიარა ეკას ბოსელია!", - წერს დეისაძე.