„ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში. პასუხი არის ძალიან მარტივი. მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის „ფეისბუქ"-გვერდზე და შესაბამისად პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა შემაჯამებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.