სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას უკანონოს უწოდებს.
„განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია. ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი", - აცხადებს ზაქარეიშვილი.