logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა სწორად არ მიმაჩნია
- +

17 აპრილი. 2016. 13:25



სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას უკანონოს უწოდებს.

„განხორციელდა უკანონოდ  ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია. ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი", - აცხადებს ზაქარეიშვილი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner