logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარიზაცია წარმატებულია და ამავე დროს გრძელვადიანი პროექტია
- +

3 ნოემბერი. 2017. 23:21



„ლარიზაცია წარმატებული და ამავე დროს, გრძელვადიანი პროექტია," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში, რომელიც მან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას წარმოთქვა.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ლარიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.


„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სინდრომი. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი მაგალითი ნახოთ, როდესაც ქვეყნები ანალოგიურ სინდრომს ებრძვიან და შესაბამისად, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, იყო იმ საუკეთესო გამოცდილების ნაკრები, რომელიც შევაგროვეთ. გარდა ამისა, აღნიშნული რეფორმა სრულად იყო გავლილი საერთაშორისო ექსპერტებთან," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან მოიყვანა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სესხების ლარიზაცია 34.9%-დან 43%-მდეა გაზრდილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 70% კი დღეს ლარშია გაცემული. „სწორედ ეს მოხსნის იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner