logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ შეიძლება
- +

3 ნოემბერი. 2017. 23:23



პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ შემაჯამებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის რეპლიკაზე, რომლის თანახმადაც 100 თანამდებობის პირზე გაცემული ხელფასით შესაძლებელია ერთი თვით პენსიის 50-ლარიანი გაზრდა.


„კალკულატორები, მე მგონი, ჩვენც გვაქვს და შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ. ჩავთვალოთ, რომ მინისტრის მოადგილეს ხელფასი, საშუალოდ, 2400 ლარი აქვს და დანამატით გამოსდის 5,000 ლარიანი ანაზღაურება. ახლა ეს რიცხვი გავამრავლოთ 5,000-სა და 12-ზე. მივიღებთ 6 მილიონს, ჩვენი პენსიონერებისთვის 1 თვით პენსიის 50 ლარით გაზრდა არის 37 მილიონი ლარი. ეს არის მარტივი არითმეტიკაა და არ შეიძლება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner