logo_geo
eng_logo
დიმიტრი შაშკინი: მეგის ქარდავას გაცნობიდან 2 თვეში, თანამდებობის დატოვება ვთხოვე!
- +

4 ნოემბერი. 2017. 00:22


 

„მეგის ქარდავას პირადად ვიცნობ", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „tvპირველის" ეთერში განაცხადა. შაშკინი ამბობს, რომ მეგის ქარდავას, გაცნობიდან 2 თვეში, თანამდებობის დატოვება სთხოვა.

 

„მეგის ქარდავა გავიცანი ივლისში, როდესაც გავხდი თავდაცვის მინისტრი. სექტემბერში ჩემი თხოვნით, მან დატოვა სამხედრო პოლიციის უფროსის თანამდებობა და გადავიდა კადრების განკარგულებაში. მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის მინისტრს ჰქონდეს სრული ნდობა სამხედრო პოლიციის უფროსის, ჩემთვის მეგის ქარდავა ასეთი ნდობით აღჭურვილი პირი არ იყო", - განაცხადა შაშკინმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner