logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ ჟურნალისტის ღია წერილს უპასუხა
- +

4 ნოემბერი. 2017. 01:12


თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტის გურამ როგავას სტატუსს გამოეხმაურა.


ჟურნალისტმა კალაძეს Facebook-ზე ღია წერილი მისწერა, სადაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსების, მიკროაბტობუსების პრობლემაზე, საცობებზე და მეტროსადგურებში ხალხმრავლობაზე წერს.






„წლებია პრინციპულად ვამბობ უარს მანქანის შეძენაზე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა თბილისის საცობებს მალე ერთით მეტი მძღოლი დაემატება.

არადა, პირადად ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრად დარჩენა უფრო კომფორტულია, თუკი ამ ქალაქში ნორმალური მუნიციპალური სისტემა აეწყობა.

იმედია, მხოლოდ პიარკამპანიისთვის კიარა, პრობლემის რეალურად დასანახად და შესაფასებლად მომავალშიც ხშირად ისარგებლებთ მუნიციპალური ტრანსპორტით და კაბინეტში არ ჩაიკეტებით!

მადლობა ყურადღებისთვის!

პ.ს.- #91 ავტობუსში ერთ ადგილას იატაკი ჩავარდნილია, ფრთხილად იყავით!"- დაწერა ჟურნალისტმა.


ამ სტატუსს კახა კალაძე გამოეხმაურა ასევე სოციალური ქსელით. მან პირობა დადო, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა აუცილებლად მოწესრიგდება.





ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე საზოგაადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობს. მან ორჯერ იმგზავრა მეტროში, ასევე ავტობუსით.


21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner