logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გადავწყვიტე, აუცილებლად ვთქვა ბევრისთვის მიუღებელი შეხედულება..
- +

4 ნოემბერი. 2017. 02:08


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორ საკმაოდ მტკივნეულ თემას მინდა შევეხო, რომლებზე კომენტარებს ვერიდებოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად ხშირად ხმიანდება, რომ გადავწყვიტე, აუცილებლად ვთქვა ჩემი, ბევრისთვის მიუღებელი შეხედულება:


1. ჩარევა ჟურნალისტურ საქმიანობაში.

2. ამა, თუ იმ აქციის კრიტიკა.

 

ცხადია მიხვდით, რომ ქვესათაურებში ძალიან რბილად შევაფასე ეს ორივე თემა.

ძალიან კარგად მესმის იმ მკითხველისა, თუ მაყურებლის, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ ამა თუ იმ გადაცემის, ან სტატიის მისამართით. მესმის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია და ხალხს გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება სხვადასხვა რესპოდენტის მიმართ. აქვთ ძალიან პოლარიზებული დამოკიდებულება პოლიტიკოსებისა, თუ საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეების მოღვაწეობასთან მიმართებაში და ბუნებრივია, სურთ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება საჯარო გახადონ, რისთვისაც სოციალური ქსელი ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს.

 

მინდა, როგორც მოქალაქემ და შემდეგ ჟურნალისტმა პირდაპირ განვაცხადო, რომ ჩვენც, ჟურნალისტებსაც გვაქვს ჩვენი შეფასებები რესპოდენტების მიმართ, მაგრამ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ვალდებულნი, ვიმეორებ, ვალდებულნი ვართ, საზოგადოებას მივცეთ საშუალება თავად წაიკითხოს, უყუროს, უსმინოს იმ მომენტისთვის ყველაზე აქტუალური საკითხის შეფასებას, როგორც თემაში ჩართული ადამიანების მხრიდან, ასევე საზოგადოების გარკვეული წევრების მხრიდანაც.

კი ბატონო, გეთანხმებით იმაშიც, რომ გარკვეულ წილად გვეტყობა ჩვენი სიმპათია-ანტიპათიები, მაგრამ იმ ხალხს ვაძლევთ საშუალებას, ბოლომდე დააფიქსირონ თავიანთი აზრი, ხოლო თქვენ გაძლევთ საშუალებას, თავად გამოიტანოთ დასკვნები.

 

დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მიხვდით იმას, თუ რისი თქმაც მინდა და სწორად შეაფასებთ. სწორედ ამიტომ ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ფრაზები - ნუ წერ ამ თემაზე, ნუ მოგყავს სტუმრად ესა, თუ ის ადამიანი, ნუ აშუქებს ამ თემას. დამერწმუნეთ, რომ ეს იგივეა, რაც მაგალითად, ექიმს უთხრა, ამას არ უმკურნალო, ან ადვოკატს, ნუ იცავ ამა თუ იმ პიროვნებასო.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენთვის და ჩვენი პროფესიისთვის გაცილებით უკეთესია გვითხრათ არა ის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, არამედ ის, თუ რა გამოგვრჩა მასალაში, ან გადაცემაში. გვითხრათ ის ნიუანსები, რაზეც აჯობებდა ყურადღების გამახვილება.

 

ზუსტად იგივე მდგომარეობაა აქციებთან მიმართებაში. მე ხშირად მამუნათებენ, რომ ხანდახან ვესწრები მათთვის მიუღებელ აქციას. აქციას, რომელიც არ მოსწონთ იმის გამო, რომ მონაწილეობას იღებენ მათთვის მიუღებელი ადამიანები, ან ხმიანდები ის მოწოდებები, რომელთა ნაწილიც მიუღებელია.

პირდაპირ ვიტყვი, რომ იქ ზოგიერთ პიროვნებასთან ერთად ჩემი პირადი მეგობრებიც არიან და ხმიანდება ის მოწოდებები, რომელთა ნაწილი ჩემთვის მისაღებია და ბოლოს: მე ვესწრები აქციას თუნდაც იმიტომ, რომ მაგ დროს ვმუშაობ. ვაგროვებ მასალას სტატიისთვის, თუ პუბლიკაციისთვის.

 

აქ არანაირ მოწოდებას არ ვაკეთებ, რადგანაც ვიცი, ბოლომდე არაფერი შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად აღიქვამს ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.

დიდი მადლობა", - წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner