logo_geo
eng_logo
არჩილ ჩუბინიძე: „ტრაქტორისტი“ გია გორგოშაძის გამილიონერების 10 ეპიზოდი!
- +

4 ნოემბერი. 2017. 02:17



ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:


„პროფესიით მექანიკოსი, ანუ „ტრაქტორისტი" გია გორგოშაძის გამილიონერების 10 ეპიზოდი:

1) ინდმეწარმე „გია გორგოშაძე" ლურსმნებისა და ჩაქუჩების ბიზნესს აწარმოებდა ბათუმში, 45 კვ.მ. 150 ლარად ნაქირავებ ფართში1997 - 2004 წლამდე.

2) 2003 წელს დაქორწინდა ნინო დარსალიასთან.

3) 2004 წელს ნინო დარსალიას ფინანსური და ფიზიკური მხარდაჭერით ინდმეწარმე „გია გორგოშაძის" საშუალო ყოველთვიური ბრუნვამ უკვე შეადგინა 80000 ლარი.

4) შპს „გორგია" დაფუძნდა 2004 წლის იანვარში, ასევე ნინო დარსალიას ფინანსური და ფიზიკური მონაწილეობით, შპს „გორგიამ" საქმიანობა გააფართოვა თბილისში ფილიალის გახსნით. სახელწოდებაც კი ნინო დარსალიამ შეარჩია მეუღლის საპატივსაცემოდ: გორ-(გოშაძე)-გია - „გორგია"

5) 2004 წელს ნინო დარსალიამ და გია გორგოშაძემ პირად საკუთრებებში შეიძინეს სხვადასხვა უძრავი ქონებები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. ჯამური ღირებულებით დაახლოებით 1 მლნ აშშ დოლარი. (რაც ცხადია ინდმეწარმე „გია გორგოშაძის" ყოველთვიური 80 ათას ლარიანი ბრუნვით ვერ და არ მომხდარა) ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა შპს „გორგიას" ბრუნვა და მოგება.

6) ნინო დარსალიას მიერ 2004 წელს საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებები შეეწირა შპს „გორგიას" ფინანსურ პრობლემებს 2008 წელს, იმ დროს, როცა გია გორგოშაძე დაჭერის შიშით „პაბეგში" იყო თურქეთში. ნინო დარსალიამ მოაგვარა პრობლემები საკუთარი უძრავი და მოძრავი ქონებების გაყიდვის ხარჯზე.

7) 2008 წლის 14 აგვისტოს, შპს „გორგიას" ქონების ხარჯზე შპს „ბი ემ სი გორგია" და საოჯახო ბიზნესი გაგრძელდა წარმატებულად.

8) 2010 წელს გია გორგოშაძე მოულოდნელად გაშორდა ჯვარდაწერილ ცოლს და 2 კვირაში გადაიხადა ქორწილი მასზე19 წლით ახალგაზრდა თანამშრომელთან.

9) 2010-2012 წლებში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ გია გორგოშაძეს დაებრუნებინა ნინო დარსალიასათვის ერთობლივი ბიზნესიდან შექმნილი ქონება. საბოლოო ჯამში მან აიღო ვალდებულება ნინო დარსალიასათვის 10 მლნ აშშ დოლარის გადახდის შესახებ (გამოძიებამ დაკითხა მოწმეები)

10) 2013 წლიდან ნინო დარსალიას კუთვნილი ქონების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, სადაც გია გორგოშაძე აძლევს ჩვენებას, რომ ნინო დარსალია იყო ჯადოქარი, 2010 წელს ჩაყვინთა ბოდბეში, წმინდა წყალში, რის შედეგადაც ჯადო მოწხსნა და გაუნათდა გონება, გაშორდა ნინოს და ამიტო მას არაფერი არ ეკუთვნისო.

PS. უაღრესად განათლებულო საზოგადოებავ და პროკურატურავ! - ვირეშმაკა „ტრაქტორისტმა" როგორ უნდა მოგატყუოთ?!",- წერს ჩუბინიძე.



























 

right_banner right_banner
არქივი
right_banner