გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის დოდო გვაზავას ინფორმაციით, ქარის შესუსტება 18 აპრილის ღამესაა ნავარაუდები.
„ქარის შესუსტება მოსალოდნელია 18 აპრილის ღამეს. ქარი 18-19 აპრილსაც იქროლებს, მაგრამ ისეთი სიძლიერის არ იქნება, როგორც დღეს. 20 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 17 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა დაიწყებს მომატებას და 18-20 აპრილს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთში მოსალოდნელია 22-დან 25 გრადუსამდე. გამოიდარებს აღმოსავლეთშიც, 18-19-ში ქარი მაინც იქროლებს, მაგრამ ისეთი სიძლიერით არა, აქაც ველოდებით ჰაერის ტემპერატურის მომატებას 22 - 24 გრადუსამდე",- განაცხადა დოდო გვაზავამ.