logo_geo
eng_logo
ჯაბა კილაძე: ვფიქრობ, დიდ ხმაურს გამოიწვევს სააკაშვილის თბილისის ციხეში ჯდომა
- +

4 ნოემბერი. 2017. 11:21

 

 

სად ურჩევნია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხილვა - ქართულ ციხეში თუ უკრაინულ პოლიტიკაში? - ამ კითხვას „რეპორტიორთან" საუბარში მსახიობი ჯაბა კილაძე პასუხობს.

 

„მე მგონია, რომ 2012 წელს ქართველმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და ის აღარ ავირჩიეთ,  იმის გამო, რომ ჰქონდა შეცდომები. დღეს სააკაშვილი აღარ განიხილება ქართულ პოლიტიკაში, როგორც ოპოზიციონერი, მაგრამ თავისი მცდელობები მაინც აქვს და  ის ფორმა, რა ფორმითაც ცდილობს, იყოს ოპოზიცია, მე არ მომწონს. მას რომ შეცდომებზე ესწავლა, გაცილებით სხვა ფორმით შემოუტევდა დღევანდელ მთავრობას, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ ძველი მეთოდებით ცდილობს. იბრძოლოს, მე პირადად მას ხმას არ მივცემ.

 

რაც შეეხება, უნდა იყოს თუ არა ციხეში, ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა, თუ არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არა და - არა, მაგრამ ასე ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ მე მინდა, მიშა აქ იჯდეს ციხეში, არაა ასე. თუმცა, ზოგადად ვფიქრობ, ძალიან დიდ არეულობას და ხმაურს გამოიწვევს სააკაშვილის თბილისის ციხეში ჯდომა.

 

უკრაინულ პოლიტიკაზე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს მისახედი, უკრაინელებმა თვითონ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა  ჩვენი ქვეყნის ექს-პრეზიდენტის თავიანთ მთავრობაში ყოფნა",- განაცხადა ჯაბა კილაძემ.  

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner