logo_geo
eng_logo
ილია მეორე: თანამედროვე ადამიანს ცოდვა ცოდვად არ მიაჩნია და ყველაზე საშიში ეს არის
- +

17 აპრილი. 2016. 14:04


„თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.


მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ იქადაგა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა აღდგეს ადამიანი ცოდვებისგან და მოიკრიბოს ძალა, რათა განიკურნოს ვნებებისგან.


„როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ვფიქრობთ ხალხზე, ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი მოახლოებული არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად განვწმინდოთ ჩვენი გონება. საოცარი არის ის, რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი არის ის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner