logo_geo
eng_logo
საგარეჯოს გამგებლის მოადგილე: დიდი ჩაილურის ტყეში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული
- +

4 ნოემბერი. 2017. 15:46


 

„საგარეჯოში, სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს გამგებლის მოადგილემ, პაატა ასრათაშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, ცეცხლის ძირითადი კერები დილით დაფიქსირდა, რის შემდეგაც ინტენსიურად მიმდინარეობს მისი ლოკალიზება, თუმცა სიტუაციას რთულად მისადგომი გზა ართულებს.


„ადგილზე მხოლოდ მძიმე ტექნიკა ახერხებს მისვლას, ცეცხლი კი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული", - განაცხადა პაატა ასრათაშვილმა.


ტყის მასივში ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე მაშველების რამდენიმე ჯგუფი და მოსახლეობა ცდილობს.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner